საპროტესტო აქცია

03 მაისი 2024, 10:19 332 ნახვა

საპროტესტო აქციები არ წყდება ქვეყნის რამდენიმე ქალაქში. გამჭვირვალობის წინააღმდეგ კანონპროექტის წინააღმდეგ  საპროტესტო ტალღაა როგორც დედაქალაქში, ასევე ბათუმშიც.  

გუშინ თბილისში საპროტესტო რუკაზე ახალი  ადგილი მოინიშნა,  აქციის მონაწილეები გმირთა მოედანზე საღამოს 19 საათიდან შეიკრიბნენ, თუმცა ხმაური, დაპირისპირება და ცალკეული ინციდენტი  გუშინ ღამითაც  იყო. 

დაახლოებით  ღამის 01:00 საათისთვის,  როგორც თვითმხილველები  თვითმხილველები  ჰყვებიან, რომ თამარ მეფის გამზირზე  მათ თავს დაესხნენ  უცნობი პირები,  რომლებიც ავტომობილებით შეცვივდნენ გმირთა მოედანზე, გადავიდნენ ავტომანქანებიდან და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მათივე ინფორმაციით, 15-მდე სპორტული აღნაგობის პირი  ნიღბით იყო და  მათი იდენტიფიცირება ვერ შეძლეს. არიან დაშავებულები და დაკავებულებიც,  რამდენიმემ აქციაზე მყოფმა   მომხდარის გადაღებაც მოასწრო.    

აქციის მონაწილეებს   თავდაპირველად პოლიცია  გზაზე გადასვლის საშუალებას არ აძლევდა, რადგან ამბობდა, რომ დემონსტრანტების სიმცირის გამო გზის გადაკეტვის საშუალებას არ მისცემდა.  

თუმცა მოგვიანებით გმირთა მოედანზე მყოფებს რუსთაველის აქციიდან მოქალაქეები შეიკრიბნენ, რის შემდეგაც გმირთა მოედანი სრულად ჩაიკეტა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში