უკრაინელი გენერალი აცხადებს, რომ ომის დასრულებას მოლაპარაკებები დასჭირდება

03 მაისი 2024, 08:45 405 ნახვა

უკრაინის სამხედრო დაზვერვაში მიიჩნევენ, რომ რუსეთთან ომს მხოლოდ ბრძოლის ველზე ვერ მოიგებენ. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ გამოცემა Economist-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ნებისმიერი ასეთი ომის დასრულებას, საბოლოო ჯამში, მოლაპარაკებები სჭირდება.

გენერალ-მაიორმა ვადიმ სკიბიცკის შეფასებით, ამჟამად ორივე მხარე იბრძვის რაც შეიძლება მომგებიანი პოზიციების მოსაპოვებლად პოტენციური მოლაპარაკებების წინ. სამხედრო მაღალჩინოსანი მიიჩნევს, რომ შინაარსიანი მოლაპარაკებების დაწყება შესაძლებელი იქნება მხოლოდ 2025 წლის მეორე ნახევრიდან, როცა რუსეთის სამხედრო-სამრეწველო პოტენციალი მნიშვნელოვნად შესუსტდება შესაბამისი რესურსების ნაკლებობის გამო. მისი განცხადებით, ნებისმიერ შემთხვევაში, უკრაინა ბრძოლას გააგრძელებს, თუმცა შედეგი დამოკიდებულია ევროპელ პარტნიორებზეც.

სამხედრო დაზვერვის მაღალჩინოსნის თქმით, თუ ევროკავშირის ქვეყნები არ გამოძებნიან უკრაინის დასახმარებლად იარაღის წარმოების გაზრდის საშუალებას, თავადაც გახდებიან რუსეთის სამიზნე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში