საბაჟო გამშვები პუნქტები უქმეებზე ჩვეულ რეჟიმში იმუშავებენ

03 მაისი 2024, 15:08 377 ნახვა

უქმე დღეებში ჩვეულებრივ  რეჟიმში იმუშავებს საბაჟო  გამშვები პუნქტები.  ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებით 7, 8 და 10 მაისს, გაფორმების ეკონომიკური ზონები, საბაჟო გამშვები პუნქტები, ასევე გაფორმების განყოფილებები და საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველო ჩვეულებრივ და ამ დღეებში  გაწეული მომსახურებისთვის დადგენილი ტარიფები არ გაორმაგდება/არ გაიზრდება.

მომსახურების საფასური გაორმაგდება მხოლოდ,  შრომის კოდექსით განსაზღვრულ უქმე დღეებში  3-6 და 9 მაისს. 

შემოსავლების სამსახური განცხადებით,  3 მაისიდან 10 მაისის ჩათვლით პერიოდში, საქართველოს მასშტაბით არ იმუშავებენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის სერვისცენტრები. 3-დან 12 მაისის ჩათვლით ოფიციალურად დასვენების დღეებია.

მომდევნო დღეები, 7, 8 და 10 მაისი კი უქმე დღეებად მთავრობის დადგენილებით გამოცხადდა, რომელსაც ხელს ირაკლი კობახიძე აწერს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში