წითელი პარასკევი - ტაძრებში გარდამოხსნის რიტუალი სრულდება

03 მაისი 2024, 15:04 381 ნახვა

დღეს დიდ მარხვის ყველაზე მძიმე დღეა. ტაძრებში წირვაც  კი არ აღესრულება, რადგან, სახარების თანახმად, ადამიანთა ცოდვებისგან გამოსახსნელად უფალმა საკუთარი თავი მსხვერპლად შესწირა.

მსახურებისას სამეუფო ჟამნი შესრულდება, რომლის დროსაც უფლის ვნების შესახებ სახარება იკითხება. დიდი პარასკევის სერობა მაცხოვრის ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას ეძღვნება.   

მსახურების დაწყებამდე ტაძრის შუაგულში მომზადდა  ამაღლებული, ყვავილებით მორთული სადგამი - “საფლავი”, საკურთხეველში კი, წმინდა ტრაპეზზე დააბრძანებენ გარდამოხსნას, საგანგებოდ მოხატულ დიდ ქსოვილს, რომელზეც საფლავში ჩასვენებული მაცხოვარია გამოსახული.

გარდამოხსნა შესრულდება საგალობლებით, რომლებიც იესო ქრისტეს ვნებასა და ჯვარცმას ასახავს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში