რუსულმა ძალებმა ხარკოვი დაბომბეს - არის მსხვერპლი

03 მაისი 2024, 16:45 430 ნახვა

3 მაისის ნაშუადღევს რუსულმა ჯარებმა ხარკოვი დაბომბეს. უკრაინული მედიის ცნობით, დაიღუპა სულ მცირე ერთი ადამიანი, არიან დაშავებულები.

მათივე ინფორმაციით, დანგრეულია სახლები, დაზიანებულია ტრამვაი.

ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის განცხადებით, სავარაუდოდ მსხვერპლთა რაოდენობა გაიზრდება, რადგან ნანგრევებში ადამიანები არიან მოყოლილი და სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში