ირაკლი კობახიძესთან სატელეფონო საუბრისას განვიხილეთ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, ახლა საჭიროა ნამდვილი დიალოგი, საქართველოს მომავალი ევროკავშირშია - შარლ მიშელი

03 მაისი 2024, 22:44 342 ნახვა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შორის სატელეფონო საუბარი შედგა - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.

"პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან გამართულ სატელეფონო საუბრისას ჩვენ განვიხილეთ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და გავიმეორეთ ევროკავშირის სრული მხარდაჭერა ყველა იმ ქართველის მიმართ, რომელიც თავისი ქვეყნის ევროპულ მომავალს აყენებს წინ. საქართველოს მოქალაქეების მოწოდება ღია, დემოკრატიული და პლურალისტური საზოგადოებისაკენ უნდა იყოს შესმენილი. აქტიური დებატები არის ქვაკუთხედი და ახლა საჭიროა ნამდვილი დიალოგი. საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. არ გამოტოვოთ ეს ისტორიული შანსი“, - წერს შარლ მიშელი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში