მართლმადიდებელი სამყარო, დღეს, მაცხოვრის საფლავზე ცეცხლის გარდამოსვლის მოლოდინშია

04 მაისი 2024, 09:50 469 ნახვა

მართლმადიდებელი სამყარო, დღეს, იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, ცეცხლის გარდამოსვლას დაელოდება.

იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი, აღდგომის ტაძარში, უფლის საფლავზე, საქართელოს დროით, დაახლოებით, 14.00 საათზე შევა და საფლავი დაიხურება.

მანამდე, პატრიარქს, სხვადასხვა კონფესიის სასულიერო პირები გაჩხრეკენ. მათ შორის, ებრაული პოლიციის წარმომადგენლებიც.

მაცხოვრის საფლავზე ზეციური ცეცხლის გარდმოსვლისთვის, იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი ლოცვებს შეასრულებს.

ზეციური ცეცხლის გარდამოსვლას, ყოველწლიურად, მორწმუნეები განსაკუთრებული ინტერესით ელოდებიან, ნიშნად უფლის მოწყალებისა.

წმინდა ცეცხლის გარდმოსვლისთვის, აღდგომის ტაძარში, მომლოცველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩადიან, მათ შორის, ქართველი მომლოცველებიც არიან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში