პროტესტი თბილისში

04 მაისი 2024, 10:15 425 ნახვა

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გრძელდება. კანონის მოწინააღმდეგეები აქციას დღესაც აანონსებენ. ამბობენ, რომ შეიკრიბებიან და აღდგომას ქაშუეთის ეკლესიასთან შეხვდებიან. პროტესტი გუშინ გვიან ღამემდე გაგრძელდა.

აქციის მონაწილეებმა თბილისის ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს. ისინი იმყოფებოდნენ ''ქართული ოცნების'' ოფისთან, ასევე იმ სასტუმროსთან, სადაც აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლები მთავრობის წევრებს ხვდებოდნენ.

პროტესტი მონაწილეები შეეცადნენ დისკომფორტი შექმნოდათ შეხვედრის მონაწილეებს და ასე მიეწვდინათ პროტესტი ხმა ხელისუფლებისთვის. ბოლოს მათ ქაშუეთის ეკლესიასთან გადაინაცვლეს და პერფორმანსი გამართეს - სანთლები დაანთეს და ილოცეს.

დაკავების გარეშე არც გასულ ღამეს ჩაუვლია  - სამართალდამცველებმა პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ერთი ადამიანი აიყვანეს.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში