მაშველებმა მდინარე ნაკრაში გაუჩინარებული მოზარდის ცხედარი იპოვეს

05 მაისი 2024, 15:26 530 ნახვა

სამდღიანი ძებნის შემდეგ, მაშველებმა მდინარე ნაკრაში გაუჩინარებული მოზარდის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ.

არსებული ინფორმაციით, 16 წლის გოგოს ცხედარი მდინარე ენგურის მიმდებარედ აღმოაჩინეს. გრძელდება, კიდევ, ორი დაკარგული ახალგაზრდის სამძებრო სამუშაოები.

ძებნა-შველის ღონისძიებებში, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად, ადგილობრივებიც არიან ჩართულები.

ცნობისთვის, 2 მაისს, მესტიის სოფელ ნაკრაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სამი ახალგაზრდა ავტომანქანით მდინარეში გადავარდა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში