„ჰამასის“ მოთხოვნებისადმი კაპიტულაცია იქნება „ჰამასის“, ირანის და მთელი ბოროტების გამარჯვება - ბენიამინ ნეთანიაჰუ

05 მაისი 2024, 21:29 463 ნახვა

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ღაზაში ომის დასრულება „ჰამასს“ შეუნარჩუნებს ძალაუფლებას. ამის შესახებ, ნეთანიაჰუ სოციალურ ქსელ X-ზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში საუბრობს.

ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი მზადაა ცეცხლის შეწყვეტისთვის მძევლების გასათავისუფლებლად, მაგრამ, „ჰამასი“ მკაცრ პოზიციას არ ცვლის.

„ჰამასია“ ის, ვინც ხელს უშლის მძევლების გათავისუფლებას. ჩვენ ვმუშაობთ მძევლების გათავისუფლების ყველა შესაძლო გზაზე, ეს ჩვენი პრიორიტეტია. ისრაელი იყო და კვლავ არის მზად ცეცხლის შეწყვეტისთვის მძევლების გასათავისუფლებლად, მაგრამ, „ჰამასი“, კვლავ, რჩება თავის მკაცრ პოზიციაზე, რომ გავიყვანოთ ჩვენი ძალები, დასრულდეს ომი და ხელუხლებელი დავტოვოთ „ჰამასი“. ისრაელს არ სურს ამის მიღება“, – ამბობს ისრაელის პრემიერ-მინისტრი.

ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ მას არ სურს, „ჰამასმა“ აღადგინოს სამხედრო ინდუსტრია და გააგრძელოს ღაზასთან ახლოს მცხოვრებ ისრაელის მოქალაქეებზე მუქარა, რადგან, ასეთ შემთხვევაში, 7 ოქტომბრის გამეორება დროის საკითხი იქნება.

„ჰამასის“ მოთხოვნებისადმი კაპიტულაცია იქნება ისრაელის სახელმწიფოს საშინელი დამარცხება. ეს იქნება „ჰამასის“, ირანის და მთელი ბოროტების დიდი გამარჯვება. ეს იქნება საშინელი სისუსტის დემონსტრირება, როგორც ჩვენი მეგობრების, ასევე, ჩვენი მტრების მიმართ“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში