ღაზის სექტორზე ისრაელის თავდასხმის შედეგად 29 ადამიანი დაიღუპა

06 მაისი 2024, 14:05 392 ნახვა

29 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 25 დაშავდა ღაზის სექტორზე  ისრაელის მხრიდან განხორციელებული თავდასხმების შედეგად. დაღუპულთა შორის არიან მცირეწლოვნებიც. 

გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმა საცხოვრებელ უბანზე განხორციელდა. დაშავებულები ადგილობრივ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

ისრაელის სამხედროები ადასტურებენ, რომ იერიში მიიტანეს გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა სააგენტოზე.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში