კვარაცხელიას გარეშე - „ნაპოლიმ“ ისევ ვერ მოიგო 

07 მაისი 2024, 09:09 379 ნახვა

იტალიის სერია A-შინაპოლიმ“ „უდინეზეს“ წინააღმდეგ ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე ითამაშა და უმნიშვნელოვანესი დაპირისპირება 1:1 დაასრულა, მაგრამ ევროტურნირების საგზურის მოსაპოვებლად ნაბიჯი მაინც გადადგა. კვარაცხელია გუნდს კუნთის ტრავმის გამო ვერ დაეხმარა.

ნეაპოლელთაგან გოლი ოსიმენმა გაიტანა, მსაჯის მიერ დამატებულ დროში კი საქსესმა ანგარიშის გათანაბრება შეძლო და „ნაპოლის“ მნიშვნელოვანი ქულები დააკარგვინა.

ნაპოლიმ“ 35 ტურის შემდეგ 51 ქულა დააგროვა და მე-8 ადგილზეა – ცნობილია, რომ მიმდინარე ევროსეზონის შედეგებით იტალიიდან ჩემპიონთა ლიგაზე ხუთი გუნდი ითამაშებს.

აქედან გამომდინარე, ნეაპოლელებს ამჟამინდელი პოზიცია კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლებას აძლევს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში