თელ-ავივში ჰამასის მძევალთა ოჯახის წევრებმა ქუჩები გადაკეტეს

07 მაისი 2024, 08:50 356 ნახვა

ასობით ისრაელელი გამოვიდა თელ-ავივის ქუჩებში,  შეუერთდა ჰამასის მძევალთა ოჯახების წევრებს და  მთავრობას მოუწოდა მძევლების გათავისუფლების მიზნით შეთანხმებას მიაღწიოს ისლამურ დაჯგუფებასთან. მომიტინგეებმა გადაკეტეს თელ-ავივის მთავარი ქუჩები და შეეტაკნენ პოლიციას, რომელიც ცდილობდა მათ დაშლას.

ორშაბათს  პალესტინის მებრძოლი დაჯგუფება ჰამასი, რომელიც მართავს ღაზის სექტორს და დაიწყო უპრეცედენტო თავდასხმა ისრაელზე 2023 წლის 7 ოქტომბერს, დათანხმდა შუამავლების წინადადებას ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, მაგრამ ისრაელმა თქვა, რომ პირობები არ აკმაყოფილებს მის მოთხოვნებს  და განაგრძო თავდასხმები   რაფაჰში. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში