შვედეთის საელჩოსთან IDFI-ის დირექტორსა და ტელეკომპანია "ფორმულას" გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ

07 მაისი 2024, 17:39 409 ნახვა

შვედეთის საელჩოსთან არასამთავრობო ორგანიზაცია "აი დი ეფ აის" დირექტორს, გიორგი კლდიაშვილს და ტელეკომპანია "ფორმულას" გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ.

შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც გიორგი კლდიაშვილმა შვედეთის საელჩო დატოვა და ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებდა.

უცნობმა პირმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა როგორც გიორგი კლდიაშვილს, ასევე „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფს.

საელჩოსთან მობილიზებულია პოლიცია, რომელიც მომხდარის დადგენას ცდილობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში