პარლამენტთან "გამჭვირვალობის კანონის" წინააღმდეგ აქცია გრძელდება - მოქალაქეებმა მსვლელობით “ქართული ოცნების” ოფისთან გადაინაცვლეს

07 მაისი 2024, 22:28 416 ნახვა

პარლამენტთან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართა.

მოქალაქეებმა, მსვლელობით "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან გადაინაცვლეს, სადაც აქციის მონაწილეებს  სამართალდამცველები დახვდნენ მობილიზებულნი. შემდეგ მსვლელობა გააგრძელეს რიყის პარკის მიმართულებით და კვლავ, საკანონმდებლო ორგანოსთან დაბრუნდნენ.

სკანდირებენ: “საქართველო! არა - რუსულ კანონს! კი - ევროპას!"

 

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში