უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის ფრონტზე 80-ზე მეტი სამხედრო შეტაკება მოხდა - უკრაინის გენშტაბი

08 მაისი 2024, 10:35 661 ნახვა

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 39 რაკეტა და 20 დრონი ჩამოაგდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალების მეთაური, ნიკოლაი ოლეშჩუკი ავრცელებს.

უკრაინული მედიის ცნობით, 2024 წლის 8 მაისის ღამეს რუსმა ოკუპანტებმა სხვადასხვა ტიპის რაკეტებით და დრონებით კომბინირებული შეტევა განახორციელეს. მტერმა 76 საჰაერო თავდასხმის იარაღი - 55 რაკეტა და 21 დრონი გამოიყენა.

პარალელურად, რუსული ძალები წუხელ უკრაინის ელექტროენერგიის წარმოებისა და გადაცემის ობიექტებს ექვს ოლქში დაესხნენ თავს.

დარტყმები განხორციელდა პოლტავასკიროვოგრადის, ზაპოროჟიეს, ლვოვის, ივანო-ფრანკოვსკის და ვინიცის ოლქებში.  სპეციალისტები უკვე მუშაობენ თავდასხმის შედეგების აღმოსაფხვრელად.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის ფრონტზე 80-ზე მეტი სამხედრო შეტაკება მოხდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში