ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ბორუსია“ გავიდა 

08 მაისი 2024, 08:45 380 ნახვა

უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი ფინალისტის ვინაობა ცნობილია. პარი სენ-ჟერმენმა დორტმუნდის „ბორუსიას“ უმასპინძლა და საკუთარ მოედანზეც პირველი მატჩის ანალოგიური ანგარიშით 0:1 დამარცხდა.

დღეს მეორე ფინალისტის ვინაობა მადრიდში გაირკვევა, სადაც სამეფო კლუბი მიუნხენის „ბაიერნს“ უმასპინძლებს.

ამ გუნდების პირველი შეხვედრა ფრედ - 2:2 დასრულდა. „რეალისა“ და „ბაიერნის“ მატჩი თბილისის დროით 23:00 დაიწყება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში