ღაზაში ისრაელის აგრესიის გაგრძელების შემთხვევაში ჰამასი უარს ამბობს შეთანხმებაზე

08 მაისი 2024, 09:45 444 ნახვა

ჰამასის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ოსამა ჰამდანმა ისრაელი გააფრთხილა, რომ თუ მისი სამხედრო აგრესია რაფაჰში გაგრძელდება, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არ იქნება.

ჰამდანმა ეს განცხადება ბეირუთში გამართულ პრესკონფერენციაზე მას შემდეგ გააკეთა, რაც ჰამასის დელეგაცია  დოჰიდან კაიროში ჩავიდა   ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების გასაგრძელებლად.

ისრაელის ძალებმა სამშაბათს დაიკავეს ეგვიპტესა და სამხრეთ ღაზის სექტორს შორის მთავარი სასაზღვრო გადასასვლელი, რითაც ჩაკეტეს სასიცოცხლო მნიშვნელობის  გზა პალესტინის ანკლავში. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში