რუსეთი საფრანგეთს აფრთხილებს

08 მაისი 2024, 13:26 435 ნახვა

თუ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკრაინაში ჯარებს გაგზავნის, მაშინ ფრანგული ჯარი  რუსეთის არმიის  ლეგიტიმური სამიზნე გახდება-ასე აფრთხილებს რუსეთი საფრანგეთს.  თუ ფრანგები კონფლიქტის ზონაში გამოჩნდებიან, ისინი აუცილებლად გახდებიან რუსეთის შეიარაღებული ძალების სამიზნე-აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა

ზახაროვას თქმით, რუსეთი უკრაინის ომში დაღუპულთა შორის საფრანგეთის მოქალაქეების მზარდ რაოდენობას აფიქსირებს. კონფლიქტის ზონაში დაღუპული ფრანგების მონაცემები, რომლებიც იბრძოდნენ და შესაძლოა, არა მხოლოდ იბრძოდნენ, არამედ უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებს ხელმძღვანელობდნენ, აძლევდნენ მათ რჩევებს ან ორიენტირებს, სამწუხაროდ იზრდება-განაცხადა ზახაროვამ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში