ევროკავშირის ელჩებმა საქართველოსთვის 30 მილიონი ევროს დახმარების გამოყოფას მხარი დაუჭირეს

08 მაისი 2024, 14:44 423 ნახვა

ევროკავშირის ელჩებმა დღეს მწვანე შუქი აუნთეს საქართველოსთვის „ევროპის სამშვიდობო ფონდიდან“ 30 მილიონი ევროს ოდენობის არალეტალური დახმარების გამოყოფას. ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს ჟურნალისტი რიკარდ იოზვიაკი ავრცელებს.

აღნიშნული ფონდიდან ხდება უკრაინისთვის სამხედრო დახმარების დაფინანსება.

ამასთან, რიკარდ იოზვიაკი ასევე წერს, რომ გუშინ ბრიუსელში ევროკავშირის ელჩების დონეზე საქართველოში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით დებატები გაიმართა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში