ბათუმში ხანძრის ლიკვიდაციის დროს დაშავებული მეხანძრის მდგომარეობა სტაბილურია

27 მარტი 2017, 00:00 4369 ნახვა

ხანძრის შედეგად დაშავებული მეხანძრე - მაშველის მდგომარეობა სტაბიულურია. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. როგორც მკურნალი ექიმი აღნიშნავს, დაშავებულს ინტოქსიკაცია აღენიშნება.

ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო. რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით.

ბათუმში, ოძელაშვილის 11 ნომერში ხუთ სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სახურავზე ხანძარი დილით დაახლოებით  06:00 საათზე გაჩნდა.
ჯერჯერობით უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზები. მიმდინარეობას გამოძიება.ხანძარს 80-მდე მეხანძრე-მაშველი აქრობდა.

ამავე კატეგორიაში