ძლიერი ხანძრის დროს მეხანძრე დაშავდა

27 მარტი 2017, 00:00 4379 ნახვა

ბათუმში, ოძელაშვილის ქუჩაზე მრავალბინიანი კორპუსის სახურავს ცეცხლი დილის 6 საათზე გაუჩნდა. ხანძრის ლიკვიდაციის დროს მეხანძრე-მაშველი  დაშავდა. შემთხვევის ადგილზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარეც მივიდა.  ზურაბ პატარაძის განცხადებით, კომისია ზარალს დაითვლის და დაზარალებულებს დახმარებას ქალაქის მერია გაუწევს. ფაქტზე გამოძიება 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაო საშიში ნივთიერების საშუალებით გულისხმობს.

ნუცა ჩხაიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში