ერთი დღე ვიზალიბერალიზაციამდე

27 მარტი 2017, 00:00 3481 ნახვა

ერთი დღე ვიზალიბერალიზაციამდე. ხვალიდან საქართველოს მოქალაქეები ევროპაში მოგზაურობას ვიზის გარეშე შეძლებენ. ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ გადაადგილებას ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანაში შეძლებენ. უვიზოდ გადაადგილება შესაძლებელი იქნება აგრეთვე, ევროკავშირის არაწევრ 4 ქვეყანაში. საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ ვერ იმოგზაურებენ დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში. შენგენის ზონის ტერიტორიაზე უვიზოდ ვერ გაემგზავრებიან უმაღლესი განათლების მიღების ან დასაქმების მსურველები. ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ, პირველი ავიარეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, ვარშავის, ათენის და მიუნჰენის მიმართულებით შესრულდება. ბათუმის აეროპორტიდან კი ხვალ ევროპის მიმართულებით ფრენები ჩანიშნული არ არის. უვიზო მიმოსვლის ამოქმედებასთან დაკავშირებით, ბათუმში საქართველო ევროკავშირის დროშები გამოიფინა. 

ამავე კატეგორიაში