ჩემპიონთა ლიგის ფინალში „რეალი“ „ბორუსიას“ დაუპირისპირდება

09 მაისი 2024, 09:50 444 ნახვა

უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 2023-24 წლის სეზონის ფინალური წყვილი ცნობილია. პირველ ივნისს, ლონდონში დორტმუნდის „ბორუსია“ მადრიდის „რეალს“ დაუპირისპირდება.

მადრიდელებმა ნახევარფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში მიუნხენის „ბაიერნი“ 2:1 დაამარცხეს. ორი მატჩის ჯამში 4:3 გაიმარჯვეს და ისტორიაში მეთხუთმეტედ შეეცდებიან ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის მოგებას.

68-ე წუთზე ალფონსო დევისმა „ბაიერნი“ დააწინაურა. ამის შემდეგ მადრიდული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ რამდენიმე ცვლილება განახორციელა, მათ შორის მოედანზე 34 წლის ხოსელუ შეიყვანა, რომელიც „რეალში“ იჯარის წესით თამაშობს.

10-წუთიან მონაკვეთში ვეტერანმა თავდამსხმელმა ორი გოლის გატანა მოახერხა და ესპანური ფეხბურთის გრანდს ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში