79 წელი ფაშიზმზე გამარჯვებიდან

09 მაისი 2024, 11:20 394 ნახვა

79 წელი  ფაშიზმზე გამარჯვებიდან. 1945 წლის 8 მაისს, გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომი დასრულდა.  9 მაისი კი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა. მსოფლიოს რიგ სახელმწიფოში ფაშიზმზე გამარჯვების დღე 8 მაისს აღინიშნება.  

მეორე მსოფლიო ომი ისტორიაში შევიდა, როგორც ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი. მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 ათასამდე ადამიანი წავიდა, თითქმის ნახევარი სამშობლოში ვეღარ დაბრუნდა.

მთავრობის განკარგულებით, ომის მონაწილეებისა და ომში დაღუპულთა ოჯახებისთვის წელსაც გაიცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება - ვეტერანები 2000 ლარს, ხოლო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები 1000 ლარს მიიღებენ.

დედაქალაქში დღეს კიკვიძის პარკში შეიკრიბნენ ომის ვეტერანები, რომელთაც თარიღი  მთავრობის წვერებმა მიულოცეს.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში