ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-15 საერთაშორისო გამოფენა 

09 მაისი 2024, 14:09 759 ნახვა

ბათუმი ხვალიდან სამი დღის განმავლობაში ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის გამოფენას უმასპინძლებს. საგამოფენო სამზადისი სასტუმრო შერატონში უკვე დაიწყო. 

გამოფენა  მე-15-ედ  იმართება და მასში წელს 80 კომპანია მონაწილეობს. მათ შორის არის როგორც ქართული, ისე უცხოური კომპანიები - ინდოეთიდან, იტალიიდან, თურქეთიდან, ლიეტუვიდან და სხვა ქვეყნებიდან.  

საერთაშორისო  გამოფენის მთავარი მიზანი ტურისტული მიმართულებით  მომუშავე კომპანიებისა და ამ სექტორში დასაქმებული პირების დაახლოვება,  სამომავლო თანამშრომლობის დამყარება და ახალი კონტაქტების მოძიებაა.

გამოფენა ხვალ, 11 სათზე გაიხსნება და 12 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.  

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში