8 მაისს მომხდარ თავდასხმებზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო

09 მაისი 2024, 17:48 402 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ, 8 მაისს, მომხდარ თავდასხმებთან დაკავშირებით, გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო. „ჭავჭავაძის ცენტრის“ მკვლევარი გია ჯაფარიძე, რომელსაც უცნობი პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ აღნიშნავს, რომ მას ტვინის შერყევა და სხეულზე დაჟეჟილობები აღენიშნება.

როგორც ის აღნიშნავს, ლაჩრული ჩასაფრება მოუწყვეს, რაც ხელისუფლების მხრიდან იყო ორგანიზებული. დიმიტრი ჩიქოვანს, გია ჯაფარიძესა და ლაშა ღვინიანიძეს უცნობი პირები  გუშინ დაესხნენ  თავს. 

"ნაციონალური მოძრაობის" წევრ დიმიტრი ჩიქოვანსა და ზურაბ ჯაფარიძის ძმას სადარბაზოებთან გაუსწორდნენ ფიზიკურად.   ჯერ-ჯერობით უცნობია, ვინ არიან ის პირები, რომლებმაც მათ ფიზიკური შურაცხყოფა მიაყენეს.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში