საქართველო ევროვიზია 2024-ის ფინალშია

10 მაისი 2024, 10:28 621 ნახვა

საქართველო ევროვიზია 2024-ის ფინალშია. ნუცა ბუზალაძე მეორე ნახევარფინალში მე-11 ნომრად გამოვიდა და საკონკურსო სიმღერა „Firefighter” შეასრულა.

მეორე ნახევარფინალში 16 ქვეყნის წარმომადგენლიდან ფინალის საგზური 10-მა მონაწილემ მიიღო. ხმის მიცემის პროცესში  მხოლოდ მაყურებელი მონაწილეობდა.

11 მაისს 23:00 საათზე შვედეთის ქალაქ მალმეში ევროვიზია 2024-ის ფინალი გაიმართება, სადაც საქართველოს წარმომადგენელი ნუცა ბუზალაძე თავის საკონკურსო სიმღერას Firefighter-ს შეასრულებს. კონკურსის პროდიუსერების გადაწყვეტილებით, ის 24-ე ნომრად იმღერებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში