ბათუმში დღეს აქცია გაიმართება

10 მაისი 2024, 10:52 388 ნახვა

უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს დღეს ბათუმში გააპროტესტებენ. შეხვედრის ადგილი ევროპის მოედანია.

ქართული ოცნების კანონპროექტი ბათუმში გუშინაც გააპროტესტეს. ბათუმელმა სტუდენტებმა ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს.

ახალგაზრდები ამბობენ, რომ მათი მიზანი ევროპულ საქართველოში ცხოვრებაა, მმართველი პარტიის კანონპროექტის დამტკიცება კი ამ მიზანს ხელს შეუშლის.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში