ბლოგერი უჩა აბაშიძე წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული

10 მაისი 2024, 14:01 520 ნახვა

ფიზიკური ანგარიშსწორება თბილისის ქუჩებში.  უკვე მეორე დღეა უცნობი პირები ქუჩაში ხვდებიან და თავს ესხმიან იმ ადამიანებს, რომლებიც უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს აქტიურად აპროტესტებენ.

ამ დრომდე წინასწარი დაკავების იზოლატორშია ბლოგერი უჩა აბაშიძე, მისთვის ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ. იგი პოლიციამ გუშინ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ დააკავა.  გამოძიება მას იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვას ედავება.

შს სამინისტროს ინფორმაციით  უჩა აბაშიძის ბინიდან ამოღებული ნივთმტკიცებები გადაგზავნილია ექსპერტიზაზე და გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები. მათივე თქმით, ნივთმტკიცებებს შორის არის აირსოფტის იარაღებიც.

უჩა აბაშიძე სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მოინახულა. ომბუდსმენის აპარატში ამბობენ, რომ დაკავებული ძალოვანთა მხრიდან ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე მიუთითებდა.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში