ბენიამინ ნეთანიაჰუ - ჯო ბაიდენმა, ისრაელისთვის იარაღის მიწოდების შეჩერებით, შეცდომა დაუშვა

10 მაისი 2024, 13:10 461 ნახვა

ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, თუ საჭირო იქნება მისი ქვეყანა მარტო, ფრჩხილებითაც შეებრძოლება მტერს.

ბენიამინ ნეთანიაჰუმ განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა ისრაელისთვის ამერიკული იარაღის მიწოდების შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია გააჟღერა.

ბაიდენის თქმით, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ისრაელი ქალაქ რაფაჰში შეჭრის გადაწყვეტილებას მიიღებს. ბაიდენის ამ პოზიციას ისრაელის პრემიერის კრიტიკა მოჰყვა.

ნეთანიაჰუმ გაიხსენა 1948 წლის ომი, როდესაც ისრაელმა იარაღის გარეშე გაიმარჯვა. პრემიერმა აქვე დაამატა, რომ ქვეყანა ახლა უფრო ძლიერია და მტრების დამარცხების სურვილით გაერთიანდა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში