სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სამართალდამცავების მხრიდან მოქალაქის მიმართ ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

11 მაისი 2024, 11:28 420 ნახვა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 11 მაისს, ლეონიძის ქუჩაზე, სამართალდამცავების მხრიდან, მოქალაქის მიმართ ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო, – ამის შესახებ, ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სპეციალური საგამოძიებო სამსახური ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად.

„სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2024 წლის 11 მაისს, გ. ლეონიძის ქუჩაზე, სამართალდამცავების მხრიდან, მოქალაქის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო.

 

სპეციალური საგამოძიებო სამსახური ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად და საქმეზე კანონიერი, სამართლებრივი გადაწყვეტილების მისაღებად“, – აღნიშნულია განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში