ევროპის დღე ''ექსპო ჯორჯიაში''

11 მაისი 2024, 11:39 358 ნახვა

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა “ექსპო ჯორჯიაში” ევროპის დღისადმი მიძღვნილ მასშტაბურ ღონისძიებას, წელს პირველად უკვე ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსით მასპინძლობს.

ღონისძიება ოფიციალურად ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ გახსნა. ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი, თბილისის მერი და მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მთელი დღის განმავლობაში ყველა ასაკის ადამიანისათვის მრავალფეროვანი აქტივობებია დაგეგმილი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში