ისრაელში, მორიგი ანტისამთავრობო აქციები გაიმართა

12 მაისი 2024, 10:07 469 ნახვა

ისრაელის ქუჩებში ანტისამთავრობო აქციები გაიმართა. აქციის მონაწილეები „ჰამასის“ მიერ აყვანილი ისრაელელი მძევლების გათავისუფლებას, ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს გადადგომასა და ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.

თელ ავივსა და რამდენიმე ქალაქში გამართულ საპროტესტო აქციაზე მონაწილეობა მძევლების ოჯახის წევრებმაც მიიღეს.

იერუსალიმში, ბენიამინ ნეთანიაჰუს რეზიდენციასთან შეკრებილი მოქალაქეები პრემიერსა და მის კაბინეტს ღაზაში მძევლების მიტოვებაში ადანაშაულებდნენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში