ევროპარლამენტარები თბილისში გამართულ აქციას ეხმაურებიან 

12 მაისი 2024, 10:04 445 ნახვა

„ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე კიდევ ერთხელ გამოვიდა ქუჩაში მთავრობის სურვილის წინააღმდეგ მიიღოს რუსული კანონი მომდევნო კვირაში. ეს კანონი არ შეესაბამება ქართველი ხალხის ინტერესს“ -  ასე გამოეხმაურა ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი თბილისში გამართულ აქციას.

განცხადება გაავრცელა ევროპარლამენტარმა მირიამ ლექსმანმაც, რომელმაც სოციალურ ქსელში აქციის კადრები გაავრცელა.

აქვე აღნიშნავს, რომ აქციის მონაწილეები არ არიან „უცხოური აგენტები“, როგორც ამას ივანიშვილის პროპაგანდა ამტკიცებს, არამედ ისინი თავისუფლების მოყვარე, ქართველი პატრიოტები არიან, რომლებიც რუსულ კანონზე უარს ამბობენ.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში