პარლამენტთან აქცია მშვიდობიანად გრძელდება

13 მაისი 2024, 03:40 388 ნახვა

პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია მშვიდობიანად მიმდინარეობს.

საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარედ ფონოგრამაა ჩართული. მოქალაქეები საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით არიან წარმოდგენილნი.

შეკრებილების მთავარი მოთხოვნაა, ხელისუფლებამ უკან გაიწვიოს კანონპროექტი. 

აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოსთან ღამის გათენებას გეგმავენ და აპირებენ 13 მაისს, 9 საათისთვის ჩანიშნულ კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვას ხელი შეუშალონ.

აქცია, ლოზუნგით - „გაუთენე საქართველოს“ 22:00 საათზე დაიწყო. გაჟღერდა საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნები.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში