იურიდიულმა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

13 მაისი 2024, 09:20 502 ნახვა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომის დაწყებისას აღნიშნა, დღეს კანონპროექტში დეპუტატებს, მესამე მოსმენის ფარგლებში, მხოლოდ რედაქციული ხასიათის შენიშვნების შეტანის შესაძლებლობა ჰქონდათ.

აქედან გამომდინარე, სხდომა დაწყებიდან დაახლოებით 2 წუთში დასრულდა.

კომიტეტის სხდომის დამსწრე დეპუტატებს კანონპროექტთან დაკავშირებით შეკითხვა, შენიშვნა, მოსაზრებები არ ჰქონდათ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ვინმეს რედაქციული შენიშვნები თუ ჰქონდა, შესაძლებლობა ჰქონდათ, ეს დაეფიქსირებინათ, თუმცა ანრი ოხანაშვილის განცხადებით, კომიტეტის სხდომაზე არც კი მოვიდა ის ხალხი, ვინც კონკრეტულ საკითხებზე აპელირებდა და დეზინფორმაციას ავრცელებდა.

მისივე თქმით, გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება საზოგადოების დაკვეთაა.

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მათ დასწრების საშუალება არ მიეცათ.

როგორც ხატია დეკანოიძემ განაცხადა, კომიტეტის სხდომა, რომელზეც იურიდიულმა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა, არალეგიტიმურია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში