ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ

13 მაისი 2024, 10:36 3116 ნახვა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტები  „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ. რამდენიმე წუთის წინ, მათ სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტებიც შეუერთდნენ.

ისინი უნივერსიტეტის დერეფრნებში მსვლელობას აწყობენ.

სასწავლებლის დერეფნებში ისმის შეძახილები „გამოდით, ლექტორებო დადექით თქვენი სტუდენტების გვერდით”.

სტუდენტები აცხადებენ, რომ არ დაუბრუნდებიან სალექციო პროცესს, სანამ მათი მოთხოვნა არ შესრულდება, მათ მოთხოვნას უერთდება ლექტორების ნაწილი.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში