პოლიციამ პარლამენტის უკანა შესასვლელთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს ტერიტორია დაატოვებინა

14 მაისი 2024, 10:44 399 ნახვა

პოლიციამ პარლამენტის უკანა შესასვლელთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს ტერიტორია დაატოვებინა, რასაც აქციის მონაწილეების უკმაყოფილება მოჰყვა. ამ ეტაპზე, პოლიცია ჭიჭინაძის ქუჩის მხარეს არის განლაგებული. 

აქციის მოანწილეები ამ დროისთვის ჭიჭინაძის ქუჩის მხარეს არიან შეკრებილები.

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა სხდომამდე პარლამენტიდან საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გადმოფინეს, რასაც აქციის მონაწილეების მხრიდან ოვაციები მოჰყვა.

„ქართული ოცნების“ უმრავლესობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვას და კენჭისყრით დამტკიცებას  დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გეგმავს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში