ბათუმის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავენ

14 მაისი 2024, 11:34 2608 ნახვა

ბათუმის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავენ.

ცენტრალურ პარკში შეკრებილები აცხადებენ, რომ კანონპროექტი  საფრთხეს უქმნის ევროპულ მომავალს და ქვეყნის საგარეო კურსს.

სკოლის მოსწავლეები მსვლელობით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერისტეტისკენ მიემართებიან, სადაც სტუდენტების აქციას შეუერთდებიან.

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები შეიკრიბნენ და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ სტუდენტებს ლექტორების დიდი ნაწილი მხარდაჭერას უცხადებს.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში