ჯიმ ო'ბრაიენთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ აშშ-საქართველოს ურთიერთობების დინამიკაზე, ასევე განვიხილეთ გამჭვირვალობის შესახებ კანონი - პაპუაშვილი

14 მაისი 2024, 20:57 358 ნახვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო’ბრაიენს შეხვდა.

როგორც პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, შეხვედრაზე განიხილეს სხვადასხვა საკითხი, მათ შორის "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი.

"გულწრფელი საუბარი მქონდა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო’ბრაიენთან. ვისაუბრეთ აშშ-საქართველოს ურთიერთობების დინამიკაზე, ბოლო წლებში საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე. ასევე, განვიხილეთ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი და აღნიშნულთან დაკავშირებით ერთმანეთს პოზიციები გავუზიარეთ“, - წერს შალვა პაპუაშვილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში