ქართული დემოკრატიისთვის შავი დღეა - 11 ამერიკელი სენატორი განცხადებას ავრცელებს

15 მაისი 2024, 10:14 490 ნახვა

ეს არის შავი დღე ქართული დემოკრატიისთვის. ჩვენ ძალიან იმედგაცრუებული ვართ საქართველოს პარლამენტის მიერ რუსული სტილის „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის დამტკიცების გამო, – ამის შესახებ აღნიშნულია 11 სენატორის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებაში ნათქვამია, რომ კანონის მიღება ძირეულად შეცვლის საქართველოს ურთიერთობას აშშ-თან და დააზარალებს ევროკავშირის წევრობისკენ მისწრაფებებს.

„ეს კენჭისყრა მოხდა ასობით ათასი ქართველის სურვილის საწინააღმდეგოდ, რომლებიც აგრძელებენ მშვიდობიან პროტესტს კანონმდებლობის წინააღმდეგ, რომელიც არა მხოლოდ სიტყვის თავისუფლების შესაზღუდად იქნება გამოყენებული, არამედ ხელს შეუშლის საქართველოში დემოკრატიის წინსვლას. ეს კანონი, რომელიც ავალდებულებს ყველა ორგანიზაციას, რომლებიც იღებენ თავიანთი ბიუჯეტის 20%-ზე მეტს საზღვარგარეთიდან, გამოცხადდნენ როგორც უცხოური აგენტები, ჩაახშობს სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვან სამუშაოს ქვეყანაში, სადაც სახსრები მწირია. ამ კანონის მიღება ძირეულად შეცვლის საქართველოს ურთიერთობას აშშ-თან და დააზარალებს ევროკავშირის წევრობისკენ მისწრაფებებს“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

როგორც სენატორები აღნიშნავენ, აშშ-ის პოლიტიკის ცვლილება შეიძლება, მოიცავდეს სანქციებს, სავიზო აკრძალვასა და აშშ-ის პირდაპირი დახმარების გადახედვას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში