სამზადისი კარატეში ევროპის ჩემპიონატისთვის

15 მაისი 2024, 10:13 764 ნახვა

საქართველოს ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებები კონტაქტურ კარატეში ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებიან. გუნდი დასკვნით საწვრთნელ შეკრებას ბათუმში გადის.

ნაკრების მწვრთნელების განცხადებით, წელს ორივე ნაკრები უძლიერესი შემადგენლობით იქნება წარმოდგენილი.

მათ შორის ევროპისა და მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონები და პრიზიორები. კონტინენტის პირველობას ესპანეთის ქალაქი ვალენსია 23-26 მაისს უმასპინძლებს.

აქვე გეტყვით, საქართველოს ნაკრები 25 სპორტსმენით გაემგზავრება, მათ შორის კი სამი გოგონაა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში