თეთრი სახლის განცხადება

15 მაისი 2024, 11:01 603 ნახვა

ამერიკის შეერთებული შტატები ღრმად შეშფოთებულია საქართველოს "კრემლის სტილის" უცხოური აგენტების კანონმდებლობით, რომელსაც დასავლეთის ქვეყნები აკრიტიკებენ, როგორც ავტორიტარულს და რუსეთის მიერ შთაგონებულს - ასე გამოეხმაურა თეთრი სახლი თბილისში მიმდინარე მოვლენებს.

საქართველოს პარლამენტმა სამშაბათს მიიღო უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტი მესამე და ბოლო მოსმენით, რომელმაც გადალახა მთავარი დაბრკოლება კანონის მიღების გზაზე - აცხადებენ ვაშინგტონში.

თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინ ჟან-პიერმა განაცხადა, რომ ამ  კანონმდებლობის საბოლოოდ მიღების შემთხვევაში აშშ იძულებული იქნება ფუნდამენტურად გადააფასოს საქართველოსთან  ურთიერთობა. ამერიკელმა მაღალჩინოსანმა დიპლომატმა სამშაბათს განაცხადა, რომ თუ საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონი „უცხოური აგენტების შესახებ“ ევროკავშირის ნორმების დაცვის გარეშე წარიმართება, ვაშინგტონის ურთიერთობა სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოსთან საფრთხის ქვეშ დადგება.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ჯეიმს ო'ბრაიენმა განაცხადა, რომ ვაშინგტონის მხრიდან საქართველოსთვის ყველა დახმარება გადაიხედება, თუ შეერთებული შტატები ქვეყნის ხელისუფლების მიერ განიხილება, როგორც მოწინააღმდეგე და არა პარტნიორი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში