მოვუწოდებთ საქართველოს შეცვალოს კურსი - ნატო-ს პრესსპიკერი

15 მაისი 2024, 14:01 445 ნახვა

მოვუწოდებთ საქართველოს შეცვალოს კურსი და მშვიდობიანი პროტესტის უფლებას პატივი სცეს, - ამის შესახებ განცხადებას ნატო-ს პრესსპიკერი ავრცელებს.

„საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება ე.წ „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის მიღებასთან დაკავშირებით არასწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას კიდევ უფრო აშორებს. მოვუწოდებთ საქართველოს, შეცვალოს კურსი და მშვიდობიანი პროტესტის უფლებას პატივი სცეს“, - წერს ნატო-ს პრესსპიკერი იქს-ზე.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში