ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების განცხადება

15 მაისი 2024, 14:09 455 ნახვა

“ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ვგმობთ ჩვენი რექტორის მიერ ჩადენილ სამარცხვინო ქმედებას, რექტორთა სამარცხვინო განცხადებაზე ხელმოწერასა და უნივერსიტეტის კარის დახურვას სტუდენტებისთვის“ – წერს ბათუმში არსებული სტუდენტური მოძრაობა „მარტიანელები“ ფეისბუქის გვერდზე.

საკითხი ეხება 38 უნივერსიტეტის ერთობლივ განცხადებას, რომლითაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის წევრები აცხადებენ, რომ პოლიტიკური პროცესები არ უნდა აისახოს უნივერსიტეტების ფუნქციონირებაზე.

ბათუმელი სტუდენტები ამ საკითხთან დაკავშირებით აკადემიური საბჭოს მოწვევას ითხოვენ: “მოვითხოვთ გარანტიას, რომ გაფიცულ სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა, აღადგინონ გაცდენილი ლექციები, სემინარები და გამოცდები. სტუდენტები მუდამ დავიცავთ ჩვენი უნივერსიტეტის სახელსა და ღირსებას“ – წერენ „მარტიანელები“.

ასევე დღესვე ცნობილი გახდა, თანამდებობა დატოვა ბსუ-ს სტუდენტთა კარიერული განვითარების უფროსის მოადგილემ გოჩა სურგულაძემ. მაუწყებელთან განაცხადა, რომ ის უერთდება სტუდენტთა პროტესტს და ამბობს, რომ მათი გაფიცვა ლეგიტიმურია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში