გიორგი შერმადინი ლიგა ენდესას საუკეთესო ხუთეულში მოხვდა

16 მაისი 2024, 09:48 418 ნახვა

გიორგი შერმადინი, რომლისთვისაც მიმდინარე სეზონი ტრავმის გამო დასრულდა, ესპანეთის ჩემპიონატის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა. გამოკითხვაში ესპანეთის ჩემპიონატის კლუბების მწვრთნელები, მოთამაშეები, მასმედიის წარმომადგენლები და ქომაგები იღებდნენ.

სიმბოლური ხუთეულში შერმადინის გარდა, ფაკუ კამპაცო (რეალი), ანდრეს ფელისი (ხუვენტუტი), მარკუს ჰოვარდი (ბასკონია) და დილან ოსეტკოვსკი (უნიკახა) მოხვდნენ.

შეგახსენებთ, რომ „ტენერიფე“ ესპანეთის ლიგა ენდესას მეოთხედფინალშია გასული, სადაც „ბარსელონასთან“ დაპირისპირება ელის.

სერია 19 მაისს დაიწყება, თუმცა, ცნობილია, რომ შერმადინი მოახლოებულ მატჩებს ტრავმის გამო გამოტოვებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში