მოსახლეობის აქცია ქეთევან წამებულის ქუჩაზე

16 მაისი 2024, 14:05 556 ნახვა

ბათუმში ქეთევან წამებულის ქუჩაზე მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს, ისინი ტაბიძის ქუჩასთან დამაკავშირებელი საცალფეხო ბილიკის მერიის მიერ გასხვისებას აპროტესტებენ.

მოსახლეობის ინფორმაციით, თვითმმართველობისგან ჰქონდათ დაპირება, რომ გასხვისების შემთხვევაში აღნიშნული მონაკვეთი  მოსახლეობის სარგებლობაში დარჩებოდა, თუმცა დაპირება არ შესრულდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, აღნიშნული გადასასვლელით 300-ზე მეტი ოჯახი სარგებლობს.

აქციაზე მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოს დირექტორის მოადგილე იმყოფებოდა. ირაკლი დევაძე მოსახლეობას დაჰპირდა, რომ საკითხს შესაბამისი უწყებები შეისწავლიან და იგი მოსახლეობის სასარგებლოდ გადაწყდება.

აქციის მონაწილეებმა მერიას მოთხოვნების შესასრულებლად რამდენიმე დღიანი ვადა მისცეს.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში