ეროვნული პლატფორმა პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს წყვეტს

16 მაისი 2024, 14:01 362 ნახვა

საქართველოს ეროვნული პლატფორმა საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს.

როგორც  განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს პარლამენტმა არ შეისმინა ქართული საზოგადოების უმრავლესობის მოთხოვნა, დასავლელი მეგობრებისა და პარტნიორების რჩევა, გაეწვიათ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი და ძალადობის, დაშინების, სტიგმატიზაციისა და განსხვავებული აზრის დევნა დააკანონა.

ეროვნული პლატფორმა სოლიდარობას უცხადებს ბოლო დღეებში აქციებზე დაზარალებულებს.

ეროვნულმა პლატფორმამ  საქართველოს პარლამენტთან გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი 2009 წელს გააფორმა. მასში 150-ზე მეტი ორგანიზაცია ერთიანდება და თანამშრომლობის მთავარი მიზანი  საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდაჭერაა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში