„ვალენსიამ“ ევროტურნირებზე გასვლის შანსი დაკარგა 

17 მაისი 2024, 09:52 388 ნახვა

გიორგი მამარდაშვილის "ვალენსია" სტუმრად 0:1 დამარცხდა "რეალ სოსიედადთან". ქართველ მეკარეს "მშრალი" მატჩი აღარ გამოუვიდა და უკვე მე-3 წუთზე  გოლი ანდრე სილვასგან გაუშვა, რომელიც მცველებმა უმეთვალყურეოდ დატოვეს.

ამ მარცხის შემდეგ ვალენსიამ ევროტურნირებზე გასვლის შანსი ფაქტობრივად დაკარგა.

გუნდი 48 ქულით მეცხრე ადგილზეა და ევროზონას 8 ქულით ჩამორჩება. მომდევნო მატჩს „ვალენსია“ 19 მაისს „ჟირონას“ წინააღმდეგ გამართავს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში